ყველაზე გამანადგურებელი ხანძარი კალიფორნიის ისტორიაში: 31 დაღუპული, 228 დაკარგული, დამწვარი 6 ათასი სახლი და 15 000 განადგურების საშიშროების ქვეშ - Palitra News

ყველაზე გამანადგურებელი ხანძარი კალიფორნიის ისტორიაში: 31 დაღუპული, 228 დაკარგული, დამწვარი 6 ათასი სახლი და 15 000 განადგურების საშიშროების ქვეშ

2018-11-12 10:21:39+04:00

კალიფორნიაში მძვინვარე ტყის ხანძრების გამო დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა. კიდევ 228 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ბი-ბი-სი იუწყება. გავრცელებული ინფრომაციით დამწვარია 6 000 სახლზე მეტი, კიდევ 15 000 განადგურება ემუქრება. ცეცხლი 45 000 ჰექტარის ფართობზეა გავრცელებული. მეხანძრეებმა ხანძრის მხოლოდ 25%-ის ლოკალიზება შეძლეს. ტყის ხანძარების მორიგი ტალღა შტატში ხუთშაბათს დაიწყო და კალიფორნიის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი გახდა.