სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზაზა სარალიძის დედა საავადმყოფოში გადაიყვანა. რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირებისას ზაზა სარალიძის დედა ცუდად გახდა. აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლას ცდილობდნენ, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევდა. აქციის მონაწილეებმა რამდენიმე კარვის გაშლა მაინც მოახერხეს.ზაზა სარალიძის თქმით, ამ ყველაფერში დამნაშავე ბიძინა ივანიშვილია.
იხილეთ:
შეხლა-შემოხლა აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სარალიძე-მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციაზეზაზა სარალიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს