შეხლა-შემოხლა აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სარალიძე-მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე - Palitra News

შეხლა-შემოხლა აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სარალიძე-მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე

2018-11-10 20:10:42+04:00

რუსთაველის გამზირზე მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. პოლიციის თანამშრომლები აქციის მონაწილეებს კარვის გაშლის საშუალებას არ აძლევენ. აქციის ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან. აქციაზე მყოფი ერთ-ერთი წევრი ცუდად გახდა.აქცია სახელწოდებით „კარვებით ვიცავ თავისუფლებას“ რუსთაველის გამზირზე გუშინ დაანონსეს.

იხილეთ:

ზაზა სარალიძე პოლიცელებთან შეხლა-შემოხლის შემდეგ შეუძლოდ გახდა - კადრები რუსთაველის გამზირიდან ზაზა სარალიძე საავადმყოფოში გადაიყვანესზაზა სარალიძის დედა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა