მერაბ მორჩაძის გათავისუფლებისა და ახლობლებთან შეხვედრის კადრები სასამართლოდან: მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული დარბაზიდან გაათავისუფლეს - Palitra News

მერაბ მორჩაძის გათავისუფლებისა და ახლობლებთან შეხვედრის კადრები სასამართლოდან: მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული დარბაზიდან გაათავისუფლეს

2018-11-09 15:06:57+04:00

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფარგლებში მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძე სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. მერაბ მორჩაძე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა და მას ორწლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა. მორჩაძე სხდომათა დარბაზიდანვე გაათავისუფლეს. წინა სხდომაზე პროკურატურამ მერაბ მორჩაძეს ბრალი შეუმსუბუქა და ნაცვლად მოწმის მოსყიდვისა და ზემოქმედებისა ამჟამად მას მხოლოდ მოწმეზე ზემოქმედებას ედავება. შეგახსენებთ, რომ მერაბ მორჩაძე 8 ივნისს სსკ-ის 372-ე მუხლით დააკავეს, რაც მოწმეზე ზემოქმედებას გულისხმობს, საუბარია საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმე მიხეილ კალანდიაზე.