დაფინანსდა თუ არა სალომე ზურაბიშვილის თხოვნით ერთ-ერთი პაციენტის მკურნალობა? - დავით სერგეენკოს პასუხი - Palitra News

დაფინანსდა თუ არა სალომე ზურაბიშვილის თხოვნით ერთ-ერთი პაციენტის მკურნალობა? - დავით სერგეენკოს პასუხი

2018-11-08 15:30:27+04:00

რა ფორმულირებით გამოაგზავნის ესა თუ ის ადამიანი თხოვნას დახმარების შესახებ, არამგონია, მნიშვნელოვანი იყოს, არ ვუყურებთ პაციენტის პარტიულ კუთვნილებას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც, მინისტრის მოადგილეს, სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილი სთხოვს საარჩევნოდ ერთ-ერთი პაციენტის მკურნალობა დაფინანსდეს, რადგან ის ამით გარკვეულ ხმებს მოიპოვებს. სერგეენკოს თქმით, აღნიშნული კომისიის ხელმძღვანელი თავად არის და იქ პაციენტების საჭიროებებიდან გამომდინარე ხდება მათი დაფინანსება.