მთავრობა ახალ სოციალურ ინიცატივებს აანონსებს - ვის შეეხება სიახლეები, რომელიც მედიას პრემიერმა გააცნო - Palitra News

მთავრობა ახალ სოციალურ ინიცატივებს აანონსებს - ვის შეეხება სიახლეები, რომელიც მედიას პრემიერმა გააცნო

2018-11-08 15:14:37+04:00

ჯარისკაცებს, მესაზღვრეებს, სანაპირო დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ. ახალი სოციალური ინიციატივები მედიას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გააცნო. მისი განმარტებით, ძალოვანი უწყებების თანამშრომლებისთვის ხელფასების მატების პროცესი 2019 წლიდან დაიწყება. ბახტაძემ ასევე აღნიშნა რომ 2020 წლისთვის სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფაც მოხდება.