დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძე ვირუსებთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს. როგორც იმნაძემ განაცხადა, გრიპის ვირუსი ქვეყანაში ჯერ არ ცირკულირებს, მისივე რეკომენდაციაა რომ გრიპიანი და გაციებული ადამიანები მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. ასევე მნიშვნელოვანია ხველის ეტიკეტის დაცვაც. რაც შეეხება რისკ ჯგუფებს, პაატა იმნაძის თქმით, სახელმწიფო პროგრამით ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფები იცრება, ესენია: დიალეზზე მყოფი პაციენტები, აივ ინფიცირებული პაციენტები, დიაბეტის მქონე 18 წლამდე ბავშვწბი, ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვები, საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვები და ორსულები.