პროკურატურა: "ღამის კლუბში ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძეს შორის დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე მოხდა" - Palitra News

პროკურატურა: "ღამის კლუბში ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძეს შორის დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე მოხდა"

2018-11-06 15:17:21+04:00

ღამის კლუბ „ელ-ცენტროში“ ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძეს შორის დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე მოხდა, - ასე უპასუხა პროკურორმა ემზარ გაგნიძემ ჟურნალისტების კითხვას იმის თაობაზე, იყო თუ არა გენერალურ აუდიტორზე თავდასხმის მიზეზი მის მიერ მომზადებული აუდიტის დასკვნა. პროკურორის თქმით, გამოძიება ამ საკითხთან მიმართებითაც მიმდინარეობს. პროკურატურაში ასევე ხაზგასმით აცხადებენ, რომ საქართველოს პროკურატურა დეპოლიტიზირებული ორგანოა. ამასთან საგამოძიებო ორგანოში განმარტავენ რომ ფარცხალაძის მიერ თორდიას ცემის საქმის გამოძიებაში ექსპერტებად საერთაშორისო ჯგუფის წევრები იყვნენ მოწვეული. ჟურნალისტები პროკურორისგან ასევე დაინტერესდნენ, ხომ არ მოხდა ამ საქმის შესწავლისა და ბრალის წარდგენისთვის დროის გაჭიანურება ხელოვნურად. პროკურორაში განმარტეს, რომ ყველა პროცედურა საგამძიებო უწყების მხრიდან კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.