დენის გადასახადის 3-ჯერ დაგვიანების შემთხვევაში აბონენტს სადეპოზიტო გადასახადი დაეკისრება - Palitra News

დენის გადასახადის 3-ჯერ დაგვიანების შემთხვევაში აბონენტს სადეპოზიტო გადასახადი დაეკისრება

2018-11-06 11:32:56+04:00

ელექტროენერგიის გადასახადის დაგვიანების შემთხვევაში აბონენტს სადეპოზიტო გადასახადი დაეკისრება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ აბონენტი ერთი კალენდარული წლის განმავლობაში დენის გადასახადის გრაფიკს 3-ჯერ დაარღვევს. როგორც "თელასში“ განაცხადეს, ეს არის სემეკის დადგენილება, რომელიც ახლახან ამოქმედდა. კომპანიის განმარტებით, სადეპოზიტო თანხის მოცულობა ერთი თვის სააბონენტო გადასახადის ოდენობის იქნება. მათივე ცნობით, თანხა აბონენტის დეპოზიტზე დაჯდება და მისი გამოყენება მოქალაქეს ერთი წლის განმავლობაში შეეძლება.