გოცირიძე უმრავლესობას კანაფის კანონპროექტზე: "მოდით და დაიფიცეთ ბიბლიაზე, რომ ამ კანონს არ შემოაბრუნებთ უკან, მაშინ დაგიჯერებთ" - Palitra News

გოცირიძე უმრავლესობას კანაფის კანონპროექტზე: "მოდით და დაიფიცეთ ბიბლიაზე, რომ ამ კანონს არ შემოაბრუნებთ უკან, მაშინ დაგიჯერებთ"

2018-11-05 17:13:15+04:00

მოდით და დაიფიცეთ ბიბლიაზე, რომ ამ კანონს არ შემოაბრუნებთ უკან. მაშინ დაგიჯერებთ, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ უმრავლესობის წევრებს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე. გოცირიძემ კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის გაწვევა შეაფასა, თუმცა აღნიშნა, რომ საკითხი დღის წესრიგში არც არჩევნების შემდეგ უნდა დაბრუნდეს. გოცირიძეს სხდომაზევე უპასუხა უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა.