კადრები პეკინის ქუჩიდან, სადაც სამარშრუტო ტაქსი მამაკაცს მაშინ დაეჯახა, როცა ის ბასლეინზე გადადიოდა - Palitra News

კადრები პეკინის ქუჩიდან, სადაც სამარშრუტო ტაქსი მამაკაცს მაშინ დაეჯახა, როცა ის ბასლეინზე გადადიოდა

2018-11-03 18:55:39+04:00

თბილისში, პეკინის ქუჩაზე, სამარშრუტო ტაქსი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი ბასლეინზე გადადიოდა, რა დროსაც მას სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელმაც დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ.