პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის საკანონმდებლო ორგანოდან გაწვევის გადაწყვეტილება არჩევნებს უკავშირდება. ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა ისიც, რომ მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის დროულად გაწვევას მათი მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი პრინციპულად მოითხოვდა. კანონპროექტის გაწვევის მიზეზად პოლიტიკურ კონტექსტს ასახელებს შინაგან საქმეთა მინისტრიც. გიორგი გახარიას განცხადებით, სწორედ საკითხის პოლიტიზირებიდან გამომდინარე კანონპროექტის ირგვლივ კონსენსუსის მიღწევა ამ ეტაპზე შეუძლებელია.
იხილეთ: