კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აფასებენ. მმართველი გუნდი ხელისუფლებას საზოგადოების წინაშე დათმობაზე წასვლას უწონებენ და ხაზს უსვამენ, რომ აუცილებელია, ცალკეული გადაწყვეტილებების მიღება მათი პოზიციის გათვალისწინებით მოხდეს. უმრავლესობის დეპუტატები გამორიცხავენ, რომ კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული საკითხი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ დღის წესრიგში დაბრუნდეს.
იხილეთ:
"ხელისუფლება დარწმუნდა, რომ ეს არის საზოგადოებისათვის საშიში" - სასულიერო პირები კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევას აფასებენირაკლი კობახიძე კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევაზე - ეს გადაწყვეტილება, შემიძლია გითხრათ, არჩევნებსაც უკავშირდება