"თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც იგი არჩევნების შედეგებს აფასებს. ხაზარაძის აზრით ქვეყანა რევანშიზმის საფრთხის წინაშე დგას, რომელსაც შეუძლია საქართველოს განვითარება რამდენიმე წლით შეაფერხოს და გამოიწვიოს ქაოსი. "კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ჩემი და ჩვენი დიდი გუნდის სურვილია, დასრულდეს ქვეყნის ორ ბანაკად გაყოფა, პოლარიზაცია და დაპირისპირება" - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან მამუკა ხაზარაძე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ბოლოდროინდელ განცხადებასაც ეხმაურება, რომელიც კერძო ქონების ჩამორთმევა-ექსპროპრიაციისკენ მოწოდებას შეიცავს. იგი მსგავს განცხადებას მიუღებლად თვლის და აღნიშნავს, რომ მისთვის ანაკლიის პორტის პროექტი "უფასოდ" არავის უჩუქებია.