საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღება ჩვეულებრივ შეეძლებათ, ხოლო საკონსულო რეგისტრაციის გავლა არჩევნების დღემდე 21 დღით ადრე იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ განაცხადა. მისივე თქმით, საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება 57 ათასი ადამიანი, თუმცა არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობა მიიღო 5000-მდე მოქალაქემ. კონსტანტინიდის ინფორმაციით, არჩევნები 39 ქვეყანაში ჩატარდება.