"რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით, სალომე ზურაბიშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ თანაბარი - 40-40 %-იანი მხარდაჭერა მიიღეს - Palitra News

"რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით, სალომე ზურაბიშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ თანაბარი - 40-40 %-იანი მხარდაჭერა მიიღეს

2018-10-28 20:15:23+04:00

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით, კომპანია „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით, სალომე ზურაბიშვილმა და და გრიგოლ ვაშაძემ საპრეზიდენტო არჩევნებში თანაბარი - 40-40 %-იანი მხარდაჭერა მიიღეს.ტელეკომპანიის ინფორმაციით, მონაცემები 16:00 საათისაა და დეტალურად ასე გამოიყურება: გრიგოლ ვაშაძე - 40%; სალომე ზურაბიშვილი - 40%; დავით ბაქრაძე - 10%; შალვა ნათელაშვილი - 3%; დავით უსუფაშვილი - 2%; ზურაბ ჯაფარიძე - 2%.