კადრები, სადაც ზაზა სარალიძის პოლიციელებთან ფიზიკური დაპირისპირება ჩანს - მოკლული დავით სარალიძის მამა რუსთაველის გამზირზე დააკავეს - Palitra News

კადრები, სადაც ზაზა სარალიძის პოლიციელებთან ფიზიკური დაპირისპირება ჩანს - მოკლული დავით სარალიძის მამა რუსთაველის გამზირზე დააკავეს

2018-10-26 11:57:30+04:00

პარლამენტთან ინციდენტი მოხდა. ხორავას ქუჩაზე მომზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პოლიციელს ჯოხი ჩაარტყა. სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულს უკავშირდება სამართალდამცავების მიერ სარალიძის დაკავება.რა უძღოდა წინ მომხდარ დაპირისპირებას, ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.პარლამენტთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.