პრემიერ-მინისტრს შევახსენებ, კარგად გაიხსენოს რამდენი თვეა ის პრემიერია და ერთხელ არ შეხვედრია სამოქალაქო სექტორს, - ასე გამოეხმაურა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე სულხან სალაძე, პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, სამოქალაქო სექტორი პოლიტიკურად ანგაჟირებულ განცხადებებს აკეთებს. საია-ს თქმით, მამუკა ბახტაძეს არასოდეს მოუსმენია სამოქალაქო სექტორის წუხილები. ამავე დროს, როგორც საია-ს თავმჯდომარემ აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციებს ყველაზე ხშირად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ხვდება.