ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხვალ მედიის კითხვებს უპასუხებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს, ბიძინა ივანიშვილი 23 ოქტომბერს, 22.00 საათზე ინტერვიუს სამი არხის - „იმედის“, „რუსთავი 2“-ის და „ტვ პირველის“ პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს მისცემს. "ბიძინა ივანიშვილი მედიასთან შეხვედრებს სხვადასხვა ფორმატში მომავალშიც გეგმავს", - აცხადებენ პარტიაში.