"დანერგე მომავალის" პროექტების მენეჯერმა სამეგრელოში ფერმერებს ახალი ქვეკომპონენტი გააცნო - Palitra News

"დანერგე მომავალის" პროექტების მენეჯერმა სამეგრელოში ფერმერებს ახალი ქვეკომპონენტი გააცნო

2018-10-17 13:34:04+04:00

სახელმწიფო პროექტში "დანერგე მომავალი" ცვლილებები შევიდა. ბაღების თანადაფინანსების კომპონენტს ახალი ქვეკომპონენტი - "კენკროვანი კულტურები" დაემატა. ამ პროექტის მენეჯერი მარიამ მეკოშკიშვილი სამგრელოს რეგიონში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ფერმერებს შეხვდა და ახალი ქვეკომპონენტის დეტალები გააცნო. მან ასევე ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების მხარდასაჭერად კენროვანი კულტურების ახალ ქვეკომპონენტზეც ისაუბრა.ამის ფარგლებში, განსაზღვრულ რეგიონებში, დაფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების 100%, როგორც ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაში, გარდა ამისა, 100%-ით დაფინანსდება წვეთოვანი სარწყავი სისტემების ღირებულებაც.