თბილისის მერმა ახალი რეფორმის პრეზენტაცია გამართა , ზედამხედველობის საქალაქო სამსახური მუნიციპალური ინსპექციად გარდაიქმნა. კახი კალაძის თქმით მუნიციპალური ინსპექციის მეშვეობით თბილისი თანამედროვე, მოწესრიგებულ, ევროპულ დედაქალაქს დაემსგავსება.თბილისის მერის განცხადებით ახალი სამსახური ხელს შეუწყობს დედაქალაქის იერსახის მოწესრიგებას, ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტას, ასევე უსაფრთხოებისა და სხვა სტანდარტების დაცვას.