"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის და ოპერატორის ცემის ფაქტზე შსს-მ ორი პირი დააკავა. როგორც შსს-ში განაცხადეს ორივე პირი "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა "რუსთავი-2"-ის გადამღებ ჯგუფს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და საქმიანობაში ხელი უკანონოდ შეუშალეს.ძალადობისა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 154-ე მუხლის მე-2 და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით მიმდინარეობს.