გიორგი ქურდაძე - ლევან ყიფიანი ამბობდა, რომ 4 მილიონი უნდა მისულიყო ბიძინა ივანიშვილთან - Palitra News

გიორგი ქურდაძე - ლევან ყიფიანი ამბობდა, რომ 4 მილიონი უნდა მისულიყო ბიძინა ივანიშვილთან

2018-10-11 10:23:09+04:00

"ომეგა ორის" დირექტორი გიორგი ქურდაძე, ლევან ყიფიანის ცემის ფაქტს ადასტურებს. როგორც ქურდაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, მან პირადად ნახა ნაცემი ყიფიანი და მისგან მოისმინა, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება ფარცხალაძემ განახორციელა. გადაცემაში საუბრისას ქურდაძემ აღნიშნა, რომ ყიფიანის ცემა 4 მილიონი ლარის მიტანის დაგვიანებას უკავშირდებოდა, ვინაიდან „ომეგას“ ხელმძღვანელობას თავიდან ამ თანხის გადახდა არ სურდა.

მისივე განცხადებით, ამის შემდეგ ყიფიანმა დაიწყო ზეწოლა, რომ მათ იმაზე უარესს უზამდნენ, თუ თანხას არ გამოიტანდნენ. ქურდაძე ყიფიანზე დაყრდნობით აცხადებს, რომ აღნიშნული თანხა, ბიძინა ივანიშვილთან უნდა მიეტანათ.