გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა თეიმურაზ მანველიშვილმა აქციის მონაწილეს ნაკელიანი ურნა თავზე ჩამოამხო. რამდენიმე ახალგაზრდამ ადმინისტრაციული შენობის კიბეზე ფუნა და საკენკი დაყარა და გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის გადადგომა მოითხოვა. აქციის მონაწილეების განცხადებით, პროტესტის მიზეზი მერის ორი დღის წინ გაკთბული განცხადება გახდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები კონსტანტინე თავზარაშვილის გადადგომის პარალელურად, მანველიშვილის დასჯას ითხოვენ. კონსტანტინე თავზარაშვილმა რამდენიმე დღის წინ, კარალეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველო დაადანაშაულა.