ლევან ყიფიანი სკანდალურ განცხადებას აკეთებს - "ფარული ვიდეოჩანაწერი მე და ოქუაშვილმა ერთობლივად დავდგით" - Palitra News

ლევან ყიფიანი სკანდალურ განცხადებას აკეთებს - "ფარული ვიდეოჩანაწერი მე და ოქუაშვილმა ერთობლივად დავდგით"

2018-10-03 19:06:46+04:00

სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი „ომეგა ჯგუფის“ მფლობელ ზაზა ოქუაშვილს აუდიომასალის ფალსიფიცირებაში ადანაშაულებს. როგორც ყიფიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოიკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ოქუაშვილმა მას შესთავაზა, რომ გაეკეთებინათ აუდიო ჩანაწერები, რომ ვითომდა მიმდინარეობდა მათზე ზეწოლა, რათა აღნიშნული ჩანაწერები ოქუაშვილს გამოეყენებინა საზღვარგარეთ უცხოელი პარტნიორების დასარწმუნებლად.