საქართველოში პოლიეთილენის პარკების გამოყენებისთვის, იმპორტისა და წარმოებისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ჯარიმები განისაზღვრა. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურს უფროსი აღნიშნავს, კოდექსის მიხედვით რეგულირების წესის დარღვევისთვის მეწარმე სუბიექტი 500 ლარით დაჯარიმდება და ამავდროულად მოხდება შესაბამისი პროდუქციის კონფისკაცია. იგივე ქმედების განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმა ათას ლარამდე გაიზრდება.