ბოტანიკურ ბაღში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემის პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა - Palitra News

ბოტანიკურ ბაღში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემის პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა

2018-09-25 13:22:19+04:00

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემის პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ლევან დავითაშვილის განცხადებით,სისტემა ხელს შეუწყობს გარემოს დაცვის სფეროში, როგორც ეროვნული მიზნების მიღწევას, ისე საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას.