შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ადვოკატის განცხადებით, ისეთი მძიმე დაავადებების ვერსიების გამოსარიცხად, როგორიცაა სიმსივნე და თვალის დამბლა, დამატებითი კვლევებია ჩასატარებელი. როგორც გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ დაცვის მხარისთვის მიწოდებულ სამედიცინო დოკუმენტაციას ექიმები სწავლობენ, რათა კონკრეტულად გაირკვას, თუ რა დაავადება დაუდგინდა მერაბიშვილს. გიორგი ჩივიაშვილი ვანო მერაბიშვილის დამატებით გამოკვლევებზე გადაყვანასაც მოითხოვს.რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის ინტოქსიკაციის ვერსიას, ადვოკატის თქმით, ამასთან დაკავშირებით ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც შს ყოფილი მინისტრის მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო.