მე მგონი, "ფსიხო" უნდა წარმოადგინონ ადამიანებმა, რომლებიც პოლიტიკურ თანამდებობებზე ინიშნებიან - დეკანოზი დავით ლასურაშვილი - Palitra News

მე მგონი, "ფსიხო" უნდა წარმოადგინონ ადამიანებმა, რომლებიც პოლიტიკურ თანამდებობებზე ინიშნებიან - დეკანოზი დავით ლასურაშვილი

2018-09-24 12:37:34+04:00

ის, რომ ჩვენ რეაქცია არ გვქონდეს, ამას ვერ მოესწრებიან. თუკი მათ გონიერება და სულიერება ეყოფათ ეკლესიას დაუჯერონ, უნდა გაიწვიონ კანონპროექტი. თუ არ გაიწვევენ, ვიმოქმედებთ ისე, როგორც აქამდე, მიუხედავად იმისა, რამდენად მოეწონება მმართველ გუნდს და მის საპრეზიდენტო კანდიდატს", - ამის შესახებ დეკანოზმა დავით ლასურაშვილმა მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

დეკანოზის თქმით, სასულიერო პირებს ვერავინ აუკრძალავს საკუთარი პოზიციის გამოხატვას ამ თუ იმ საკითხზე.

ცნობისთვის, მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა შეჩერებულია. ჯერ უცნობია, გაიწვევს თუ არა მთავრობა პროექტს, თუმცა აღნიშნულს მმართველ გუნდში არ გამორიცხავენ.