საქართველოში პირველი ვიზიტით სომხეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი იმყოფება. არტურ ხაჩატრიანს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა უმასპინძლა. შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი პროგრამები განიხილეს და ყურადღება სოფლის განვითარების სტრატეგიაზე გაამახვილეს. ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის დელეგაცია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლიანი კულტურების ბაზას ესტუმრა, სადაც გაშენებული ვაზის კოლექცია დაათვალიერეს და ყურძნის ქართული იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნა.