გიორგი გახარია - შსს-ს აქვს საშუალება, კანაფის კულტივაცია-ექსპორტზე ეფექტური კონტროლი განახორციელოს - Palitra News

გიორგი გახარია - შსს-ს აქვს საშუალება, კანაფის კულტივაცია-ექსპორტზე ეფექტური კონტროლი განახორციელოს

2018-09-18 18:17:54+04:00

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, შსს-ს აქვს ბერკეტი, ქვეყანაში კანაფის სამედიცინო თვალსაზრისით კულტივაცია-ექსპორტზე ეფექტური კონტროლი განახორციელოს. როგორც გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ამ საკითხთან დაკავშირებით შეკითხვები არსებობს, კონსულტაციები გაგრძელდება და გადაწყვეტილებები ფართო პლატფორმის ფარგლებში იქნება მიღებული.