ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხა. ოპოზიციის წევრების თქმით, ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება და ამიტომ ხდება კომისიების დაკომპლექტება ნათესაური კავშირით, მხარდამჭერებით და აქტივისტებით.თამარ ჟვანია აცხადებს, რომ წევრების შერჩევა მხოლოდ პროფესიული ნიშნით მოხდება და ნეპოტიზმი ამ პროცესში გამორიცხულია.