„კურიერმა“ კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი მოიპოვა. ჩანაწერში ისევ საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ მფლობელი ზაზა ოქუაშვილი საუბრობენ, სადაც ომეგა ჯგუფის მფლობელს პრობლემების მოგვარებისთვის სთავაზობენ, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვას სამი მილიონი მისცენ. ამასთან თანხის ნაწილი ბიუჯეტში უნდა ჩაირიცხოს, ნაწილი კი კონტრიბუციის სახით.