მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის შედეგები 1 წლის განმავლობაში იმოქმედებს - Palitra News

მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის შედეგები 1 წლის განმავლობაში იმოქმედებს

2018-09-14 12:27:18+04:00

მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის პასუხების მოქმედების ვადა გაიზრდება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული.

კერძოდ, პროექტის თანახმად, იგეგმება თეორიული გამოცდის შედეგების მოქმედების ვადის 1 თვიდან 1 წლამდე გაზრდა. ამასთან, პროექტში საუბარია, რომ უნდა მოხდეს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მე-2 ეტაპის დანერგვა და მისი საფასურის დადგენა. ამ კანონპროექტის პარლამენტში წარდგენას მთავრობა 2018 წლის საშემოდგომო სესიაზე გეგმავს.