ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, მისი შვებულებაში გასვლა, არა ნებაყოფლობითი, არამედ იძულებითი იყო. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მან თავის წინა სამსახურში ვერ მოასწრო საქმის გადაბარება, ამასთან, შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა. ორშაბათიდან 100%-ით ჩავერთე საქმიანობაში. დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები ამ საქმეს“, - განაცხადა ქობულიამ.