"ქვევით ბიჭებს უძახდა, ვისაც მოსაწევი გაქვთ ამომიტანეთო" - ახალგაზრდა მამაკაცი ალი და ნინოს ქანდაკებაზე ავიდა - Palitra News

"ქვევით ბიჭებს უძახდა, ვისაც მოსაწევი გაქვთ ამომიტანეთო" - ახალგაზრდა მამაკაცი ალი და ნინოს ქანდაკებაზე ავიდა

2018-09-10 16:03:23+04:00

ბათუმში, ალი და ნინოს ქანდაკებაზე 29 წლის მამაკაცი ავიდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მამაკაცი ქვემოთ მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებდა, მისთვის მარიხუანა მიეწოდებინათ.

"აქ როგორც ამბობენ, ეს ბიჭი თერჯოლიდან არის, ზედმეტსახელად „ჩაქუჩას“ ეძახიან და სოციალურ ქსელში მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით ვიდეოებს აქვეყნებს. ქანდაკებაზე ასულიც ხალხს ზემოდან ეძახდა, მარიხუანა მომაწოდეთო“, - განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

29 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს, რაც პოლიციისადმი კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.