ცაბაძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს - Palitra News

ცაბაძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს

2018-09-06 21:08:00+04:00

„დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.შემთხვევა ცაბაძის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი ფეხის არეში ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს.