საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შატილში მოსახლეობას ტრადიციული დღესასწაული "შატილობა" მიულოცა. მთავრობის მეთაურმა ადგილობრივებს გამძლეობისა და სამშობლოს ერთგულებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და მთის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ ნაბიჯებზე ისაუბრა. მამუკა ბახტაძემ ასევე ისაუბრა კიდევ ერთი უნიკლური ძეგლის - მუცოს მდგრადი განვითარებისა და რეაბილიტაციის ხუთწლიან გეგმაზე, რომლის შესაბამისად განხორციელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები.