იტალიის ქალაქ მილანის პოლიციამ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ ქვეყნის შს მინისტრის, მატეო სალვინის მშობლების ბინის ქურდობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქეების საქმეზე გარკვეული მასალები მიაწოდა. როგორც მილანის პოლიციაში განაცხადეს დაკავებულია საქართველოს 5 მოქალაქე.მათივე ინფორმაციით, მილანის სასამართლომ ყველა დაკავებულს წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.ამასთან, მილანის პოლიციაში ასევე აღნიშნავენ, რომ შს მინისტრის მშობლების სახლის გაქურდვის გარდა, საქართველოს დაკავებული მოქალაქეები კიდევ რამდენიმე ბინის ძარცვაში არიან ეჭვმიტანილნი. „დაკავებული პირების საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ფული, ძვირფასეულობა, სხვადასხვა ნივთი, მათ შორის ათეულობით საათი, სხვადასხვა სახის ბიჟუტერია და კიდევ სხვა ნაქურდალი.
იხილეთ:
მილანში 5 ქართველი დააკავეს, რომლებსაც იტალიის შს მინისტრის მშობლების ბინის გაქურდვა ბრალდებათ