გრიგოლ ვაშაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩხოროწყუს აგრარულ ბაზარში იმყოფებოდა - Palitra News

გრიგოლ ვაშაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩხოროწყუს აგრარულ ბაზარში იმყოფებოდა

2018-08-30 17:50:53+04:00

გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და გაერთიანების სხვა ლიდერები ჩხოროწყუს აგრარულ ბაზარში იმყოფებოდნენ. გრიგოლ ვაშაძე გლეხებსა და მცირე მეწარმეებს შეხვდა და გაესაუბრა. მათივე ცნობით, ადგილობრივების განცხადებით, ბოლო წლებში მკვეთრად იმატა სიღარიბემ, რასაც ლარის გაუფასურებაც დაერთო, ამის გამო კი კრედიტების გადახდა შეუძლებელი გახდა.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყება უმუშევრობის პრობლემის გადასაჭრელად მუშაობა. ასევე, მისივე თქმით, პენსია 400 ლარი გახდება. როგორც ვაშაძე აცხადებს, ხელისუფლება კი ორიენტირებული იქნება ხალხის საჭიროებაზე და არა ჩინოვნიკების კეთილდღეობაზე.