ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ყელის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს. ხოლო, რაც შეეხება მეექვსე პირს, 1951 წელს დაბადებულ, სოფელ ჭვრინისის მკვიდრ, გიორგი ხარაზიშვილს, ანალოგიური ბრალდებით, თიღვის რაიონის სოფელ ბალთაში დააკავეს.არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები თრუსოს ხეობაში ლაშქრობაში იმყოფებოდნენ.