"ბლექ სი არენაზე" განახლებული "ჩხიკვთა ქორწილი" გაიმართა. მიუზიკლი განახლებული შეფუთვით, კოსტიუმებითა და ახალი მონაწილეებით არენის სცენაზე პირველად დაიდგა. აღნიშნული დადგმა "ივერიის" პროექტია, რომელიც საქართველოში სულ მცირე, რვაასჯერ არის ჩატარებული. მიუზიკლი მხოლოდ ერთი დღით იყო წარმოდგენილი "ბლექ სი არენაზე". ამ კონცერტით დაიხურა "ქართული ზაფხული არენაზე", რომლის ფარგლებშიც, "ჩექ ინ ჯორჯიას" ეგიდით, უცხოელი ვარსკვლავების მონაწილეობით 5 ქართული კონცერტი გაიმართა.