მამუკა ბახტაძე - საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები ორივე ქვეყანაში მხოლოდ ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით შევლენ - Palitra News

მამუკა ბახტაძე - საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები ორივე ქვეყანაში მხოლოდ ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით შევლენ

2018-08-29 12:33:35+04:00

საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები ორივე ქვეყანაში მხოლოდ ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით შევლენ. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მამუკა ბახტაძის თქმით, მსგავსი მიდგომის გამოყენება სხვა ქვეყნებთანაც იგეგმება, რაც ტურიზმის განვითარებას დაეხმარება.