ტერეზა მეი სამხრეთ აფრიკას ესტუმრა და ადგილობრივ სკოლის მოსწავლეებთან ერთად იცეკვა - Palitra News

ტერეზა მეი სამხრეთ აფრიკას ესტუმრა და ადგილობრივ სკოლის მოსწავლეებთან ერთად იცეკვა

2018-08-28 18:49:46+04:00

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სამხრეთ აფრიკას ეწვია, სადაც ოფიციალურ პირებსა და მოსახლეობას შეხვდა. ტერეზა მეიმ ქეიფ-თაუნის ერთ-ერთი სკოლაც მოინახულა და აფრიკული მუსიკის ფონზე მოსწავლეებთან ერთად იცეკვა. ბრიტანელი მაღალჩინოსანი აფრიკის ქვეყნებში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. სამხრეთ აფრიკიდან მეი კენიასა და ნიგერიაში გაემგზავრება, სამშობლოში კი 30 აგვისტოს დაბრუნდება.