ნარკოსივრცეში ჰეროინის მაღალი შემცველობის ნარკოტიკული საშუალება "სირეცი" გამოჩნდა, რომელიც სხვადასხვა ნივთიერებასთან ერთად დარიშხანსაც შეიცავს. ამის შესახებ ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს. მისივე ინფორმაციით ნარკოტიკს თან ახლავს ზედოზირების დიდი რისკი და საქართველოს ბაზარზე აქამდე არასდროს ყოფილა მსგავსი მაღალი კონცენტრაციის ჰეროინი. ამასთან, გური მენაბდიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ოპიუმის მოყვანა დაიწყეს და ბაზარზე უკვე გამოჩნდა ქართული ჰეროინი. მისივე თქმით, საქართველო ოპიუმისთვის ხელსაყრელი ტერიტორია თუმცა დიდი პლანტაციების გაშენება შეუძლებელია, რადგან წარმოუდგენელია, ეს სამართალდამცველებმა ვერ შეამჩნიონ. წყაროს თქმით ვერ ადასტურებს საქართველოში ოპიუმის პლანტაციების არსებობას, თუმცა აღნიშნავს, რომ აწარმოებენ კანაბისს.