ქართველი სტუდენტი ანგელა მერკელს: სიტყვა "ოკუპაციასთან" რამე პრობლემა გაქვთ? - გერმანიის კანცლერის პასუხი - Palitra News

ქართველი სტუდენტი ანგელა მერკელს: სიტყვა "ოკუპაციასთან" რამე პრობლემა გაქვთ? - გერმანიის კანცლერის პასუხი

2018-08-24 18:09:33+04:00

თსუ-ში ვიზიტისას, გერმანიის კანცლერს სტუდენტებმა კითხვები რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციაზე დაუსვეს. ახალგაზრდების მიერ სამჯერ დასმულ კითხვაზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასთან დაკავშირებით, ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ ეს არის უსა­მარ­თლო და მი­უ­ღე­ბე­ლი სი­ტუ­ა­ცია, რაც იქ ხდე­ბა. ამის შემდეგ, თსუ-ს ერთ-ერთი სტუდენტი კონ­სტან­ტი­ნე შუ­ბი­თი­ძე დაინტერესდა, თუ რატომ არ იყენებდა საუბრისას გერმანიის კანცლერი მკვეთრ და ზუსტ ტერმინებს. „ტერ­მინ „ოკუ­პა­ცი­ას­თან“ რამე პრობ­ლე­მა არის, თუ რა­ტომ არ იყე­ნებთ? რა­ტომ არ აფა­სებთ ცხინ­ვალ­სა და აფხა­ზეთ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს რო­გორც ოკუ­პა­ცი­ას? - ასე მი­მარ­თა სუდენტმა ანგელა მერკელს, რაზეც კანცლერმა აღნიშნა, რომ თავდაპირველად მან კითხვა ვერ გაიგო. „დიახ, ეს არის ოკუ­პა­ცია, ეს არის და­კა­ვე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია - 20%. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ეს რჩე­ბა უხეშ უსა­მარ­თლო­ბად“, - გა­ნაუცხადა საბოლოოდ მერ­კელ­მა სტუდენტებს