ქარელის რაიონში 23 წლის ჯარისკაცი მოკლეს - თანასოფლელი, რომლის ნასროლ ტყვიასაც ახალგაზრდა შეეწირა, პოლიციას თავად ჩაბარდა - Palitra News

ქარელის რაიონში 23 წლის ჯარისკაცი მოკლეს - თანასოფლელი, რომლის ნასროლ ტყვიასაც ახალგაზრდა შეეწირა, პოლიციას თავად ჩაბარდა

2018-08-20 14:14:31+04:00

ქარელის რაიონის ერთ-ერთ სოფელში შემთხვევით ნასროლმა ტყვიამ ახალწვეული იმსხვერპლა. როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს, დაღუპულია 23 წლის ახალწვეული, რომელიც უქმეებზე ოჯახთან იყო ჩასული. მათივე განმარტებით, თანასოფლელი, რომლის ნასროლ ტყვიასაც ახალგაზრდა ბიჭი შეეწირა, პოლიციას თავად ჩაბარდა.