ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი სკანდალურ ფოტოებზე: "არავის საქმე არ არის ჩვენი ბიჭები ვის მაიკას ჩაიცმევენ" - Palitra News

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი სკანდალურ ფოტოებზე: "არავის საქმე არ არის ჩვენი ბიჭები ვის მაიკას ჩაიცმევენ"

2018-08-17 15:02:40+04:00

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ქართველი მოჭიდავეების სკანდალურ ფოტოსესიას ეხმაურება. "ფედერაცია რომ ასეთი წარმატებულია, ვინმეს უკითხავს? მოვიდნენ და ნახონ, რა პირობებში ვვარჯიშობთ, ჩვენი ბიჭები. ვის მაიკებს ჩაიცმევენ ბიჭები, არავისი საქმეა“- აცხადებს გეგა გეგეშიძე.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით სწორედ თედეევი დაეხმარა ქართულ მხარეს ტატუნაშვილის გადმოსვენებაში. სწორედ ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატი თედეევია გამოსახული მაისურებზე, რომლითაც ქართველმა მოჭიდავეებმა ფოტოები გადაიღეს.

იხილეთ:

გენო პეტრიაშვილი რუსეთის დროშის ფერებიან მაისურებზე: "გამოსახულია ჩვენი მეგობარი მოჭიდავე და მხოლოდ ამის გამო გადავიღეთ"

ქართველი მოჭიდავეები რუსეთის დროშის ფერებიანი მაისურებით და დე-ფაქტო ოსეთის დეპუტატისადმი მხარდაჭერა - რას ამბობს ნაკრების მთავარი მწვრთნელი?