სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით მუშტაიდის ბაღის მიმდებარე ტერიტორიიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა გაიმართა. მონაწილეების განცხადებით, ვინაიდან თურქეთის ჩარევით დიდგორობას სახელმწიფო ოფიციალურად არ აღნიშნავს, მათ მსგავსი ფორმით გადაწყვიტეს აქციის გამართვა.დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებული მსვლელობა პარლამენტთან, 9 აპრილის მემორიალთან დასრულდა.