ჩემს მეუღლეს, გიორგი ჭანტურიას და სამსონ ქუთათელაძეს შორის არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. წაკამათება არ შეიძლება მკვლელობის მიზეზი გახდეს და ამის გამო ადამიანს მკვლელობა დააბრალო, - ამის შესახებ ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას მეუღლემ, ანა ხურციამ ჟურნალისტებს რუსთავის საქალაქო სასამართლოში განუცხადა. როგორც ბრალდებულის მეუღლემ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, პოლიციის მიერ ჭანტურიას სახლის ჩხრეკისას ამოღებული იარაღი მას არ ეკუთვნის. რუსთავის საქალაქო სასამართლო გიორგი ჭანტურიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე გახსნეს.